დაგვჭირდება პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა, ვხედავთ საბოტაჟის ინტერესს - კობახიძე
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ "საარჩევნო კოდექსში" მიღებულ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა დასჭირდებათ.
კობახიძე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ხელოვნური ინსტიტუციური კრიზისის შექმნის და საბოტაჟის ინტერესს ხედავს.
"ჩვენ ყველა შემთხვევაში დაგვჭირდება ვეტოს დაძლევა. ვეტო თუ არა დაიძლევა გამოვა, რომ არ არსებობს პროცედურები, რომლითაც მოხდება ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევა. ეს ტექნიკური მიზეზია, თუმცა მთავარი არის ის, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ საბოტაჟის ინტერესს, რომ ცესკოში შეიქმნას ხელოვნურად ინსტიტუციური კრიზისი. რაც შეეხება 19 აპრილის შეთანხმებას, პრეზიდენტის ვეტოც კი არ შეესაბამება 19 აპრილის შეთანხმების შინაარს. წარმოიდგინეთ, რომ პრეზიდენტმა დაადო ვეტო და ეს ვეტოც კი არ შეესაბამება 19 აპრილის შეთანხმების შინაარს. აქედან გამომდინარე, 19 აპრილის შეთანხმება მხოლოდ საბაბია, რა თქმა უნდა ჩვენთვის არანაირი ღირებულება არ აქვს 19 აპრილის შეთანხმებას. ვერც პოლიტიკური, ვერც მოლარული თვალსაზრისით ჩვენთვის ვერავითარი ღირებულება ვერ ექმნა 19 აპრილის შეთანხმებას, უფრო მეტიც, ჩვენ სწორედ მა პროცესებით გათვალისწინებით ვთქვით, რომ მომავალში აღარასდროს აღარ შევალთ ასეთ მოლაპარაკებებში" - ირაკლი კობახიძე.