საგანგებო მისიის ვიზიტი, შესაძლოა, პრევენციას ემსახურებოდეს - კობახიძე

27.06.23 13:24
საგანგებო მისიის ვიზიტი, შესაძლოა, პრევენციას ემსახურებოდეს - კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირწმუნება, რომ საერთაშორისო პარტნიორების, კერძოდ, სანქციების კოორდინატორების საგანგებო ვიზიტი საქართველოში მხოლოდ პრევენციას ემსახურება. ირაკლი კობახიძე ისევ ამტკიცებს, რომ საქართველო რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში არ ეხმარება.

ამასთან, კობახიძე ატმკიცებს, რომ მსოფლიოს ბევრი ქვეყანა რუსეთთან ვაჭრობას განაგრძობს, მათ შორის, აშშ და ომში მყოფი ქვეყანაც. მისი თქმით, სანქციების გვერდის ავლის მცდელობის რისკები ყველა ქვეყანაში არსებობს. 

ვიზიტი შეიძლება ემსახურებოდეს პრევენციასაც. ამ შემთხვევაში მიზანი სწორედ ეს არის. დღემდე აღიარებულია, რომ საქართველო არავის აძლევს სანქციების გვერდის ავლის საშუალებას. ეს უკვე აღიარებული ფაქტია, საერთაშორისო პარტნიორებმა ეს აღიარეს, რომ იყო საზღვარზე გვერდის ავლის მცდელობები და ამას აღკვეთდა ყოველთვის ჩვენი შესაბამისი უწყებები. ბუნებრივია, მომავალშიც უნდა გაგრძელდეს ამ მიმარულებით მუშაობა და ამ კუთხით კოორდინაციას, ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა. რუსეთის ვაჭრობაში საქართელოდან ექსპორტი წილი, თავისი რეეექსპორტებით და ყველაფრით, არის 0.3%. ყოველდღიურად ასეულობით მილიონი დოლარის გადახა უწევს ევროკავშირის ქვეყნებს რუსეთისთვის. აშშ ვაჭრობს რუსეთთან, უკრაინა დეფაქტო ვაჭრობს რუსეთთან, ომში მყოფი ქვეყანა და ა.შ. ყველა ვაჭღობს რუსეთთან და რა თქმა უნდა, ყველა ქვეყნის შემთხვევაში არის ეს რისკები. მაგალითად, ძალიან დიიდ ვაჭრობა აქვს ბალტიისპირეთის ქვეყნებს რუსეთთან. იქაც არის სანქციების გვერდის ავლის რისკები. ბუნებრივია, ამით დაინტერესებულები არიან საერთაშორისო პარტნიორები, ჩვენც მზად ვართ კოორდინაციისთვის, - ამბობს კობახიძე. 

მსგავსი სიახლეები