ქვეყნისთვის 300 დოლარი რომ არ დაგიხარჯავთ და ივანიშვილის დახარჯულ 3 მილიარდს იწუნებთ, სირცხვილია - კობახიძე

27.06.23 13:28
ქვეყნისთვის 300 დოლარი რომ არ დაგიხარჯავთ და ივანიშვილის დახარჯულ 3 მილიარდს იწუნებთ, სირცხვილია - კობახიძე

ქვეყნისთვის 300 დოლარი რომ არ დაგიხარჯავთ და სხვის 3 მილიარდს იწუნებთ, სირცხვილია - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ბერა ივანიშვილის მიერ დენდროლოგიური პარკის ეკატერინე ხვედელიძეზე გადაცემას.

ირაკლი კობახიძე დენდროლოგიურ პარკს ბიძინა ივანიშვილის "მორიგ საქველმოქმედო პროექტს უწოდებს" და ამბობს, რომ ივანიშვილმა თავისი პირობა ბოლომდე შეასრულა, რადგან დენდროლოგიური პარკის მონახულება ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ დროს შეუძლია.

"დღესაც ეს პარკი არის გახსნილი საზოგადოებისთვის და თავიდან ბოლომდე ემსახურება საზოგადოებას, ნებისმიერ დღეს, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოინახულოს ეს პარკი და შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის ეს პირობა არის ბოლომდე შესრულებული. რაც შეეხება ამ ტექნიკური საკითხების გამოყენებას კამპანიისთვის, ეს უბრალოდ სამარცხვინოა. მინდა ერთი რამე შეგახსენოთ, ბიძინა ივანიშვილს 3 მილიარდი დოლარი აქვს დახარჯული ქველმოქმედებაზე 500-ზე მეტი მარტო ეკლესია-მონასტერია აღდგენილი, უამრავი თეატრი, ა.შ.

რა მნიშვნელობა აქვს შვილზე იქნება მეუღლეზე თუ როგორ. არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ეს ტექნიკური საკითხი სპეკულაციებისთვის გამოიყენონ, ეს სამარცხვინოა, ჯერ ერთი აგური დადონ საკუთარი ქვეყნისთვის.

არ გინდათ სპეკულაციები, სამარცხვინოა. 3 000 დოლარი დაგიხარჯავთ საკუთარი ქვეყნისთვის, 300 დოლარი დაგიხარჯავთ? არ დაგიხარჯავთ. საკუთარი ქვეყნის და ქველმოქმედებისთვის 300 დოლარი რომ არ დაგიხარჯავთ და სხვის 3 მილიარდ დოლარს რომ იწუნებთ, ეს სირცხვილია", - თქვა  კობახიძემ.

 

მსგავსი სიახლეები