ფარჩაკები, ტურები, რუსეთუმეები ხართ, ჟენიებიც ხართ, იოტისოდენას არ გაგიტარებთ - ღუდუშაური ოპოზიციას
"ოცნების" დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა ოპოზიციას ფარჩაკები, რუსეთუმეები, ჟენიები, პრიგოჟინზე ლექსის მიმძღვნელები ეძახა და თქვა, რომ იოტისოდენაც არ გაუტარებს მათ.
თალაკვაძემ ოპოზიციონერებს დაფიქრებისკენ მოუწოდა და მათ ურჩია პოლიტიკურად ანგაჟირებული ცხელი თავები გაიგრილონ.
ფარჩაკი, ტურა, სხვა რა უნდა უწოდო ადამიანს, რომელიც რუსეთუმეებს დაგვიძახებს და შემდეგ ადგება და გაიპარება. რამე ხო არ გეშლებათ, არავინ არ აპირებს, რომ იოტისოდენა გაგიტაროთ. რუსეთუმეებიც ხართ, ჟენიებიც ხართ, პრიგოჟინზე ლექსის მიმძღვნელებიც ხართ, ამ ქვეყნის მტრებიც ხართ და ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ამაზე პასუხს ყოველთვის მოგთხოვთ. როდესაც გაბედავთ, რომ აზრად მოგივიდეთ, თქვე მართლა ტურებო და დააცხრებით ამ ქვეყანას, გგონიათ და ისევ დაჯიჯგნით ჩვენ ქართველ, ამაყ, მინდა ვიხმარო სიტყვა ჯიგარი იმიტომ, რომ არც ერთ სხვა ენაზე ეს სიტყვა არ ითარგმნება, თქვენ არც ჯიგარი გაქვთ, არც სამშობლო გიყვართ და ჩვენ გვეძახით რუსეთუმეებს? კარგად დაფიქრდით, პოლიტიკურად ანგაჟირებული ცხელი თავები გაიგრილეთ, თუ ამას ვერ იზამთ, ამის საშუალებებიც არსებობს, რომ ეს თავები გაგიგრილოთ". - უთხრა თალაკვაძემ ოპოზიციას.