სანქციების კოორდინატორებს აინტერესებდათ, ვართ თუ არა მზად ევროპის წევრობისთვის - ივა ჭყონია

27.06.23 13:45
სანქციების კოორდინატორებს აინტერესებდათ, ვართ თუ არა მზად ევროპის წევრობისთვის - ივა ჭყონია

რაზე ესაუბრნენ საქართველოში საგანგებო მისიით ჩამოსული სანქციების ჯგუფის წევრები ქართველ ბიზნესმენებს - საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე ამბობს, რომ საუბარი ზოგადი ხასიათის იყოს. ივა ჭყონიას თქმით, უცხოელ მაღალჩინოსნებს ბიზნესის წარმომადგენლებისგან ძირითადად აინტერესებდათ, როგორი კლიმატია ამ კუთხით საქართველოში და სურთ თუ არა მათ ევროპის წევრობა. 

გაცილებით უფრო მეტი ჩვენგან აინტერესებდათ, ბიზნესისგან, თუ რა კლიმატია და რა რამდენად გვაქვს სურვილი იგივე ბიზნესის წარმომაგენლებს და რამდენად ვართ მზად, რომ ჩვენ ევროპის ნაწილი გავხდეთ. კონკრეტულ თემაზე ნამდვილად არ ყოფილა საუბარი, ან სანქცირეულ პროდუქტზე ან ა.შ. აქ იყო მხოლოდ და მხოლოდ ზოგადი საუბარი იმ საკითხებთან დაკავშირეით თუ რამდენა არის მზად ბიზნესი და თუ რამდენად აქვს ბიზნესს სურვილი , იყოს ევროპის ნაწილი. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ჩემი მხრიდან იქნა დაყენებული, არის ის, რომ რაც შეიძლება მეტი ჩართულობა იყოს ევროპის მხრიდან, რომ ევროპის კარი გაიღოს ქართველი მწარმოებლებისთვის და ქართველი ფერმერებისთვის, - ამბობს ივა ჭყონია. 

მსგავსი სიახლეები