ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკისა და ნეიროქირურგთა მსოფლიო ასოციაციის (WFNC) ორგანიზებით, თბილისში, კონფერენცია “Vascular experts 2023” ტარდება

27.06.23 13:48
ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკისა და ნეიროქირურგთა მსოფლიო ასოციაციის (WFNC) ორგანიზებით, თბილისში, კონფერენცია “Vascular experts 2023” ტარდება

2023 წლის 29 - 30 ივნისს, თბილისში, “შერატონ გრანდ მეტეხი პალასში” მსოფლიოს ნეიროქირურგთა ასოციაციის (WFNC) ეგიდთ საქართველოს ნეიროქირურგთა ასოციაცია  საერთაშორისო კონგრესს “სისხლძარღვოვანი ექსპერტები 2023” გამართავს. 

კონგრესი ორიენტირებულია  ცენტრალური ნერვული სისტემის ვასკულარული პათოლოგიების დიაგნოსტირებისა და მკურნალობის ტექნოლოგიებისა და მეთოდების გაზიარებაზე სპეციალისტებს შორის. ორდღიანი შეხვედრის ფარგლებში საქართველოში იმყოფებიან მსოფლიოს წამყვანი ნეიროქირურგები იტალიიდან, გერმანიიდან, იაპონიიდან, ავსტრიიდან და სხვა ქვეყნებიდან. 

პროგრამა აკრედიტირებულია ნევროლოგებისა და ნეიროქირურგებისთვის საქართველოს  ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ.

დარგის სპეციალისტებთან ერთად კონგრესში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.

NS
 

მსგავსი სიახლეები