ურთიერთბრალდებები პარლამენტში - სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

27.06.23 14:09
ურთიერთბრალდებები პარლამენტში - სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

ხმაური პარლამენტში -  სახელისუფლებო პარტიამ ოპოზიცია გალანძღა  და ისინი ამბოხებული "ვაგნერელების'" მხარდაჭერაში დაადანაშაულა. ირაკლი ქადაგიშვილმა ოპონენტებს უთხრა, რომ რუსეთში პრიგოჟინის აჯანყების დროს, ისინი პირსისხლიან მებრძოლს გულშემატკივრობდნენ.

რამდენიმე დღის წინ მომსწრე ვიყავით იმ მოვლენებისა, რომელიც რუსეთის ფედერაციაშ განვითარდა. ნათელი გახდა მთელი ჩვენი საზოგადოებისთვის ის მოუთმენლობა და ის დიდი პროვოკაციის წყურვილი, რაც კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ და გლობალური ომის პარტიის ქართულმა ფილიალმა გამოავლინა. „დავკეტოთ ლარსი, შემოვიღოთ სავიზო რეჟიმი, მოვიწვიოთ უშშროების საბჭო, მოვახდინოთ ჯარების სასწრაფო მობილიზაცია“, ვიხილეთ ლექსები მიძღვნილი პრიგოჟინზე, ვიხილეთ „გოუ, გოუ, ჟენია, წინ!“ და გულშემატკივრობდნენ იმას, ვინც ყველაზე პირსისხლიანი მებრძოლი და დამრბევი იყო უკრაინისა, - თქვა ირაკლი ქადაგიშვილმა. 

მმართელი პარტიის ბრალებებს თავის მხრივ ოპოზიციამაც უპასუხა და უთხრა, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი სწორედ მათი ქმედებების გამო ვერ მიიღო. 

ვფიქრობ, დრო არის გაჩუმდეთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც   დღეს საქართველოში ცამოსულია უპრეცედენტოდ გაერთიანებული დელეგაცია ევროკავშრის, აშშ-ს და დიდი ბრიტანეთის, იმიტომ, რომ თქვენი ხელისუფლება არა მხოლოდ არ ასრულებს ევროკავშირის მოთხოვნებს, არამედ პირდაპირ საბოტაჟს უწევს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ ამოცანებს და ეს შეეხება თქვენს დამოკიდებულებას რუსეთისთვის დაწესებული საქნციების რეჟიმის თაობაზე. თქვენ, ბატონო პაპუაშვილო, ბატონი კალაძე, თქვენი პარტიის წარმომადგენელი როდესაც აცხადებს, რომ საქართველო არავითარ შემთხვევაში არ გაიზიარებს ევროკავშირის პოლიტიკას სანქციების თაობაზე, ამით დიახ, თქვენ უწყობთ საბოტაჟს ამ ქვეყნის მომავალს, - თქვა სამადაშვილმა.

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ პრიგოჟინს რომ სამხერო გადატრიალება ნამდვილად მოეწყო, "ქართული ოცნება" პუტინის მხარეს აირჩევდა და ამაზე იმ დღეებში ხელისუფლების დუმილიც მეტყველებს. 

მსგავსი სიახლეები