გარდაბანში საბურავები დაგვიჭრეს, გამწარებული რუსული პარტია გამოიყურება ასე - ხაბეიშვილი
გამწარებული რუსული პარტია გამოიყურება ასე - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს და გარდაბანში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს, მანქანის საბურავები დაუჭრეს
„გამწარებული რუსული პარტია გამოიყურება ასე - გარდაბანში საბურავები დაგვიჭრეს. იფიქრეს დროს დაკარგავენ, ხალხს ვეღარ შეხვდებიან და ამის გარკვევას დაიწყებენო.
ხალხსაც შევხვდით, პრობლემებზეც ვისაუბრეთ, ახალი ოფისიც გავხსენით და რუსულ პარტიასაც გავისტუმრებთ ბევრი შრომით და ხალხთან ერთად ბრძოლით!“ - წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.