როცა ოპოზიციიდან კოლეგის საუბარი არ მოგწონთ, ამაზე გუნდის წევრსაც შეგიძლიათ მიუთითოთ - დეკანოძე პაპუაშვილს

27.06.23 15:21
როცა ოპოზიციიდან კოლეგის საუბარი არ მოგწონთ, ამაზე გუნდის წევრსაც შეგიძლიათ მიუთითოთ - დეკანოძე პაპუაშვილს

 როცა ოპოზიციიდან კოლეგის საუბარი არ მოგწონთ, ამაზე გუნდის წევრსაც შეგიძლიათ მიუთითოთ - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეს პლენარულ სხდომაზე ხატია დეკანოიძემ.

გარდა ამისა, დეკანოიძემ დეპოლარიზაციასა და ამ კონტექსტში ხელისუფლების ენაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ყველაზე უფრო ზიზღის შემცველი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სახელისუფლებო ენა იყო, მათ შორის ოპოზიციას მიმართ.

„ყველას მივმართავ და მათ შორის თქვენც, ბატონო შალვა - როდესაც დეპოლარიზაციაზე ვსაუბრობთ და ოპოზიციიდან კოლეგის საუბარი არ მოგწონთ, ვფიქრობ, ამაზე გუნდის წევრსაც შეგიძლიათ მიუთითოთ - რამდენიმე წუთის წინ ამ დარბაზში მძიმე ეპითეტები მოვისმინეთ კოლეგების მიმართ. ამიტომ, სამართლიანობა მოითხოვს, აღვნიშნო, რომ დეპოლარიზაციის კონტექსტში, ყველაზე უფრო ზიზღის შემცველი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სახელისუფლებო ენა იყო, მათ შორის ოპოზიციას მიმართ. ამიტომ, როდესაც დეპოლარიზაციის კონტექსტში ოპოზიციას ენა არ მოგწონთ, თქვენივე კოლეგას უნდა მიუთითოთ“,- განაცხადა დეკანოიძემ.

მსგავსი სიახლეები