რაც ბოლოს ოკუპანტ ქვეყანაში ხდებოდა, გამოჩნდა, რომ ხელისუფლება სტატუს-კვოს გულშემატკივრობდა - დეკანოძე

27.06.23 15:25
რაც ბოლოს ოკუპანტ ქვეყანაში ხდებოდა, გამოჩნდა, რომ ხელისუფლება სტატუს-კვოს გულშემატკივრობდა - დეკანოძე

ხატია დეკანოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ გულშემატკივრობს ყველაფერ იმას, რაც რუსეთს დაასუსტებს.

მისი თქმით, ბოლო ორი დღის წინანდელი მოვლენების დროს, რაც ოკუპანტ ქვეყანაში ხდებოდა, გამოჩნდა, რომ ხელისუფლება სტატუს-კვოს გულშემატკივრობდა

„მოვისმინე ბევრი მითითება, რომ ვინმე ვინმეს გულშემატკივრობდა ბოლო ორი დღის წინანდელი მოვლენების დროს, რაც ოკუპანტ ქვეყანაში ხდებოდა. რაც ყველაზე მყარად გამოჩნდა ისაა, რომ ხელისუფლება გულშემატკივრობდა სტატუს-კვოს. სტატუს-კვოს გულშემატკივრობა ნიშნავს, ვუგულშემატკივროთ იმ მძიმე მოცემულობას, რომელიც უკრაინაშია. პუტინი დასუსტდა, ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს. მთელი ორომტრიალი და სამოქალაქო დაპირისპირება რუსეთში აუცილებლად მოხდება, ამიტომ, მე ვგულშემატკივრობ ყველაფერ იმას, რაც რუსეთს დაასუსტებს და ეს ძალიან მალე მოხდება. ამიტომ, ვფიქრობ, იმაზე უნდა იფიქროთ, რომ თქვენ სიჩუმეში სტატუს-კვოს გულშემატკივრობა გამოჩნდა“,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მსგავსი სიახლეები