ვინც დაიღალა ამ უსამართლობით, ვისაც რუსეთიზაცია უკვე ყელში აქვს, ყველას პარლამენტის წინ ველოდები 20:00 საათზე - გრიგორიადისი

27.06.23 16:01
ვინც დაიღალა ამ უსამართლობით, ვისაც რუსეთიზაცია უკვე ყელში აქვს, ყველას პარლამენტის წინ ველოდები 20:00 საათზე - გრიგორიადისი

"ვისაც რუსეთიზაცია უკვე ყელში აქვს, ყველას პარლამენტის წინ ველოდები 20:00 საათზე, " - ამ სიტყვებით მიმართავს მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამა საზოგადოებას.

ბექა გრიგორიადისი მოქალაქეებს პარლამენტის წინ მისვლისკენ და მისი შვილის უკანონო პატიმრობისა და ქვეყნის მომავლის დაცვისკენ მოუწოდებს.

ჩემს შვილს, იმის გამო, რომ არის ორიგინალურად განსხვავებული, აბრალებენ ძალადობას. დაჭერამდე აშავებენ, მერე იჭერენ, მერე სვამენ, შემდეგ უგორებენ რაღაცებს, კერავენ საქმეს და სვამენ ციხეში. დღეს მოსამართლეს ჰქონდა შანსი, რომ გირაო გამოეყენებინა და ლაზარე გამოეშვა, თვითონვე ეთქვა თანხა, მაგრამ ამას არ აკეთებს. ვინც დაიღალა ამ უსამართლობით, ვისაც რუსეთიზაცია უკვე ყელში აქვს, ყველას პარლამენტის წინ ველოდები 20:00 საათზე და ერთად მოვითხოვთ ლაზარეს თავისუფლებაც და ჩვენი საქართველოს დახსნაც", - თქვა ბექა გრიგორიადისმა.

მსგავსი სიახლეები