ფაქტია, აქ მადლობის სათქმელად არ ჩამოსულან - დაუშვილი სანქციების ჯგუფის ხელმძღვანელებზე
„კითხვებზე და ეჭვებზე პასუხების მისაღებად ჩამოვიდნენ ეს ადმიანები და ამ კითხვებზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას,“ - ასე აფასებს პარტია საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ დაუშვილი.
დაუშვილი ეხმაურება საქართველოში სანქციების ჯგუფის ხელმძღვანელების ჩამოსვლას. დეპუტატის შეფასებით, ევროკავშირიდან, ამერიკიდან და ბრიტანეთიდან მაღალჩინოსნები თბილისში საქართველოს მთავრობისთვის მადლობის სათქმელად არ ჩამოვიდოდნენ.
დაუშვილი ვარაუდობს, რომ ეჭვები ჩნდება პარტნიორებში, ხომ არ თანამშრომლობს ქართული ოცნების ხელისუფლება რუსეთთან და ხომ არ გამოიყნება ქვეყანა სანქციებისთვის თავის ასარიდებლად პუტინის მხრიდან.
ხომ ფაქტი არის, რომ აქ მადლობის სათქმელად, რა ეფექტურად მუშაობს ხელისუფლება სანქციებისთვის თავისი არიდების პრევენციის კონტექსტში, ამისთვის მადლობის სათქმელად, რომ არ ჩამოსულან, ფაქტია. ასეთი ვიზიტი ნიშნავს იმას, რომ ჩვენს მეგობრებში და პარტნიორებში კითხვები არსებობს... კითხვების არსებობა თავისთავად ცხადია ნიშნავს იმას, რომ ეჭვებიც არსებობს ხომ არ გამოიყენება ქვეყანა სანქციებისთვის თავის არიდების კონტექსტში,“ - ამბობს დაუშვილი.