მთავრობამ დიღომში ყინულის მოედნის ასაშენებლად 50-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა

27.06.23 16:34
მთავრობამ დიღომში ყინულის მოედნის ასაშენებლად 50-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა

მთავრობამ დიღომში ყინულის მოედნის ასაშენებლად 50-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა. ტენდერს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს. 

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობის ტერიტორიაზე ყინულის სასახლის შენობის მშენებლობისათვის საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია უნდა მოამზადოს და შეათანხმოს ნებართვის გამცემ შესაბამის ორგანოსთან და სამშენებლო სამუშაოები დაიწყოს.

ყინულის მოედანი სატენდერო დოკუმენტის მიხედვით 16 122 კვადრატულ მეტრს შეადგენს. მოედნის მშენებლობა 2024 წლის 30 ნოემბრამდე უნდა დასრულდეს. 

 

მსგავსი სიახლეები