რატომ ასხვისებს და აფორმებს ქონებას ივანიშვილი ოჯახის წევრებზე - რას ამბობენ „ქართუ ბანკში“

27.06.23 16:58
რატომ ასხვისებს და აფორმებს ქონებას ივანიშვილი ოჯახის წევრებზე - რას ამბობენ „ქართუ ბანკში“

ცდილობს თუ არა ბიძინა ივანიშივლი ქონების გადამლვას? „ქართუ ბანკი“ ამ დრომდე არ აკეთებს განმარტებას, რატომ ასხვისებს და რატომ აფორმებს ქონებას ქართველი ოლიგარქი ოჯახის წევრების სახელზე.

“პირველებმა“ კითხვები  „ქართუ ბანკის" გენერალურ დირექტორს დაუსვა.

"თქვენ თვითონ რას ფიქრობთ?! შვილიდან დედაზე გადასვლას მოტივი უნდა? ოჯახის წევრზე იყო და ოჯახის წევრს გადაეცა, მე მეტი არაფერი მაქვს სათქმელი" - ნატო ხაინდრავა.

ნატო ხაინდრავა ივანიშვილის ბიზნესის მმართველი და ის ადამინია, რომელიც ივნისში ბერა ივანიშვილის ოფიციალური წარმომადგენელი იყო მაშინ, როდესაც ოლიგარქის შვილმა 54 ათასი ჰექტრის ფართობის პარკი დედას, ეკატერინე ხვდელიძეს  დაბადების დღის წინ  გადაუფრომა.

დენდროლოგიური პარკის მფლობელი ეკატერინე ხვედელიძე გახდა. საჯარო რეესტის მონაცემებით, ეკატერინე ხვედელიძეს დენდროლოგიური პარკი შვილმა ბერა ივანიშვილმა 6 ივნისს აჩუქა. ბერა ივანიშვილამდე კი 2016 წლიდან „ურეკი რეიდენსის“ მფლობელი ბიძინა ივანიშვილი იყო.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, „დენდროლოგიური პარკის“ ტერიტორიის 54 ჰექტარზე მეტს ფლობს „შპს ურეკი რეზიდენსი“. 

 

მსგავსი სიახლეები