შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილი ბერას დისტანცირებას ცდილობს - ირაკლი აბესაძე დენდროპარკზე
ბერა ივანიშვილმა დედას დენდროლოგიური პარკი აჩუქა - ოპოზიციონერი დეპუტატი ირაკლი აბესაძე ფიქრობს, რომ შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილი ბერა ივანიშვილის ბიზნესისგან დისტანცირებას ცდილობს.
აბესაძე იმასაც ამბობს, ივანიშვილი საზოგადოებას ატყუებს, რადგან დენდროლოგიური პარკი არის ივანიშვილის პირადი საკუთრება და ნებისმიერ დროს შეუძლია მან თავისი გადაწყვეტილება მის საჯაროობაზე შეცვალოს.
"ივანიშვილის სანქცირება თუ კი ის ასე გააგრძელებს და გასაგებია, რომ ის ასე გააგრძელებს რუსეთთან კოლაბორაციას არის გარდაუვალი, შესაძლებელია ეს იყოს რაღაც წარუმატებელი მისი მხრიდან მცდელობა, რომ ბერას დისტანცირება მოხდეს. ეს არის არის პირველი შემთხვევა, როდესაც საბიუჯეტო სახსრებს, მატერიალურ რესურსებს ივანიშვილი იყენებს პირადი გარემოს კეთილმოსაწყობად, ამის კარგი მაგალითიც არის მათ შორის აბასთუმანიც, თუნდაც სადაც არაერთი ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, რომელიც პირადად ივანიშვილის კომფორტისთვის არის გამიზნული. საზოგადოება მოტყუებულია, დენდროლოგიური პარკი არის ივანიშვილის პირადი საკუთრება და ნებისმიერ დროს შეუძლია მან თავისი გადაწყვეტილება მის საჯაროობაზე შეცვალოს", - ამბობს ირაკლი აბესაძე.