თუ სანქციები დაატყდებათ, ცდილობენ დენდროპარკი ბიძინაზე ან ბერაზე არ იყოს გაფორმებული - ნადირაძე
ენმ-ს წევრის, ირაკლი ნადირაძის თქმით, ივანიშვილს ნახევარი საქართველო იმისთვის არ გადაუთხრია, რომ დენდროპარკი ხალხისთვის გადაეცა.
ნადირაძე ამბობს, რომ ეს პარკი რჩება ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაში და ის მანიპულაციები, რომ ერთი ოჯახის წვერი მეორეს ჩუქნის, ნიშნავს იმას, რომ ისინი ცდილობენ, რომ თუ სანქციები დაატყდება თავს არ იყოს გაფორმებული ბიძინაზე ან ბერაზე.
"ივანიშვილს ნახევარი საქართველო იმისთვის არ გადაუთხრია და ასწლოვანი ხეები იმისთვის არ დაუგლეჯია, რომ მერე პარკს, რომ გააკეთებდა მერე ხალხისთვის გადაეცა. ეს პარკი, ეს ტერიტორია რჩება მის საკუთრებაში, ის მანიპულაციები, რომ ერთი ოჯახის წვერი მეორეს ჩუქნის და ახლა ბიძინა ივანიშვილის ცოლზე იქნება გაფორმებული ნიშნავს იმას, რომ ისინი ცდილობენ, რომ თუ სანქციები დაატყდება თავს არ იყოს გაფორმებული ბიძინაზე ან ბერაზე", - ამბობს ირაკლი ნადირაძე.
დენდროლოგიური პარკის მფლობელი ეკატერინე ხვედელიძე გახდა. საჯარო რეესტის მონაცემებით, ეკატერინე ხვედელიძეს დენდროლოგიური პარკი შვილმა ბერა ივანიშვილმა 6 ივნისს აჩუქა. ბერა ივანიშვილამდე კი 2016 წლიდან „ურეკი რეიდენსის“ მფლობელი ბიძინა ივანიშვილი იყო.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, „დენდროლოგიური პარკის“ ტერიტორიის 54 ჰექტარზე მეტს ფლობს „შპს ურეკი რეზიდენსი“.