ნინო ძვირფასო, თქვენი მუქარები ფეხებზე მკიდია - წითლიძე წილოსანს

27.06.23 17:51
ნინო ძვირფასო, თქვენი მუქარები ფეხებზე მკიდია - წითლიძე წილოსანს

ნინო ძვირფასო, თქვენი მუქარები ფეხებზე მკიდია  - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ანა წითლიძე "ოცნების" დეპუტატის, ნინო წილოსანის განცხადებას სოციალურ ქსელში პასუხობს

"ნინო წილოსანს ანუ იმედი აქვს რომ ოდიშარია მდინარაძე - ცხვირ პირს დამალეწავენ.

ნინო ძვირფასო, ამას მუქარად არ ჩავთვლი, იმიტომ რომ თქვენი მუქარები ფეხებზე მკიდია 11 წელია.

ფეხებს ვერ მომაჭამთ იმიტომ რომ ჩემი იქით გეშინიათ, ზუსტად იცით რომ მართალი ვარ.

რუსები ხართ თქვენი შეგნებით და საქმიანობით, ამას მე კი არ გეუბნებით მხოლოდ, ამას ადასტურებენ თქვენი ქმედებები.

ჩემი საკუთარი ძმაც რომ იყოს ზუსტად ეგრე მოვექცევი.

გენდერული საბჭოს თავმჯდომარეა ეს ქალი ისე", - წერს ანა წითლიძე.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტში სხდომაზე ანა წითლიძემ თქვა, რომ "ქართული ოცნების" დეპუტატი არა პრო რუსები, არამედ რუსები არიან.

იმაზე უარესი რა უნდა დაგემართოთ, რაც ახლა გჭირთ - ასე გამოეხმაურა წითლიძის განცხადებას სხდომაზე ნინო წილოსანი.

მსგავსი სიახლეები