"ვაგნერის" დაჯგუფება ბელარუსის არმიას "კვალიფიკაციის ამაღლებაში" დაეხმარება
"ვაგნერის" დაჯგუფება "კვალიფიკაციის ამაღლებაში" დაეხმარება - ეს განცხადება ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანრ ლუკაშენკომ თავდაცვის მინისტრთან ვიქტორ ხრენინთან შეხვედრისას გააკეთა. ლუკაშენკოს თქმით, პრიგოჟინი ახლა ბელარუსშია და მას უსაფრთხოების გარანტიები აქვს.
ახლა ლაპარაკი და ლაქლაქია "ვაგნერი, ვაგნერი, ვაგნერი" ხალხს არ ესმის, რომ ჩვენც პრაგმატულად მივუდგებით ამას. მათი მეთაურები რომ მოვიდნენ ჩვენთან და დაგვეხმარონ... გამოცდილებაა. ისინი ფრონტის ხაზზე არიან. ისინი გვეტყვიან რა არის ახლა მნიშვნელოვანი... ისინი იარაღზე იტყვიან, თუ რომელი მუშაობდა კარგად, რომელი არა. ტაქტიკა, იარაღი, ასევე გვეტყვიან როგორ დავიცვათ თავი, ეს ყველაფერი ფასდაუდებელია. ეს არის ის, რაც უნდა ავიღოთ ვაგნერელებისგან," - განაცხადა ლუკაშენკო.