სად აქვს ჩავარდნა ოპოზიციას - ხატია დეკანოიძე სტრატეგიულ შეცდომებზე საუბრობს

27.06.23 18:35
სად აქვს ჩავარდნა ოპოზიციას - ხატია დეკანოიძე სტრატეგიულ შეცდომებზე საუბრობს

"ჩვენ თუ მივჩქმალავთ პრობლემებს და პოლიტიკურ კეკლუცობაში დავრჩებით, ეს არანაირ შედეგს არ იძლევა," - ეს განცხადება დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში გააკეთა.

ხატია დეკანოიძე იმ სტრატეგიულ შეცდომებზე საუბრობს, რასაც ოპოზიცია ქართულ ოცნებასთან ბრძოლისას უშვებს. 

სად გვაქვს ჩავარდნა - სტრატეგიულ კომუნიკაციების მიმართულებით, ამაზე არის ძალიან სერიოზული სასაუბრო და რატომ ვერ მოვუგეთ პროპაგანდას. ჩვენ თუ მივჩქმალავთ პრობლემებს და პოლიტიკურ კეკლუცობაში დავრჩებით, ეს არანაირ შედეგს არ იძლევა და მთავარი - ეფემერულ გაერთიანებებზე კი არ უნდა ვისაუბროთ, უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ სად გვაქვს დიდი ჩავარდნა და ჩავარდნა გვაქვს სტრატეგიულ საკომუნიკაციო მიმართულებით, რაც გამოჩნდა, რომ შეგვიძლია რუსული კანონმდებლობის კონტექსტში და ახლა ეს გვჭირდება სასიცოცხლოდ. შედეგი უნდა იყოს ის, რომ ჩვენ შევცვალოთ ეს ხელისუფლება და ის მყისიერი საფრთხეები, რაც აქვს ქვეყანას, ავარიდოთ. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, ამ რამდენიმე თვის განმავლობაში,“ - ამბობს დეკანოიძე.

მსგავსი სიახლეები