პირდაპირი ფრენები მოსკოვში - რა აღელვებს სანქციების ჯგუფის წარმომადგენლებს - ივა ჭყონია შეხვედრის დეტალებზე
რა საკითხებზე ისაუბრეს სანქციების ჯგუფის წევრებთან ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა - საქართველოს დისტრიბუციის ასოციაციის ხელმძღვანელი შეხვედრის მთავარ თემებზე დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში საუბრობს.
ივა ჭყონიას თქმით, შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ბიზნესის პასუხისმგებლობა სანქციებიდან თავის არიდების რისკებთან დაკავშირებით. ჭყონია ამბობს, რომ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა სანქციების ჯგუფის წარმომადგენლებისთვის საფრთხის შემცველია.
ერთ-ერთი, რაზეც ზოგადად იყო საუბარი, რომ იგივე, პირდაპირმა ფრენებმა გაცილებით მეტი საფრთხე შეიძლება შექმნას, რომ სანქცირებული ტვირთი არ მოხვდეს რუსეთში და რა თქმა უნდა, ამაზე პასუხისმგებლობა ბიზნესმა უნდა აიღოს. ალბათ, უფრო ადვილია, მარტივიც არის, ზოგადად, შეიძლება უფრო მეტად საფრთხის შემცველი იყოსო,“ - ამბობს ჭყონია.
საქართველოს დისტრიბუციის ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ საუბარი იყო ბიზნესის როლზე, რადგან იმ ფონზე, როდესაც სანქციების დაწესებას საქართველო ოფიციალურად არ არის მიერთებული, ამ შემთხვევაში დიდი პასუხისმგებლობა სწორედ ბიზნესზე მოდის. ჭყონიას თქმით, მიკროჩიპების იმპორტი გაზრდილია და ესეც აჩენს კითხვის ნიშნებს პარტნიორებში.
ჭყონიას თქმით, შეხვედრის მონაწილეებს აინტერესებდათ, როგორ იმოქმედებს ბიზნესი იმ შემთხვევაში, თუ რუსეთ-უკრაინის ომი, მაგალითად, ერთ თვეში დასრულდება, თუმცა, სანქციები რუსეთის მიმართ კვლავ ძალაში დარჩება.
აინტერესებდათ, ზოგადად, ბიზნესის განწყობა, თუ რას ფიქრობს ბიზნესი საკუთარ მომავალზე, სად ხედავს ბიზნესი საკუთარ თავს, სად შეიძლება არსებობდეს საფრთხეები. განსაკუთრებით, რაც ყველაზე მეტად ყურადსაღები იყო, არის ის, რომ ვთქვათ, დასრულდეს ომი, მაგრამ სანქციები რუსეთის მიმართ არ დასრულდება რუსეთის მიმართ წლები, 5 წელი, 10 წელი შეიძლება არ დასრულდეს და რამდენად მომზადებულია ამისთვის ბიზნესი, აქ იყო ბიზნესის პასუხისმგებლობაზე საუბარი იმიტომ, რომ საქართველო ოფიციალურად შშეერთებული საქნციებს არ არის და არსებობს რისკი, რომ სანქცირებული ტვირთი მოხვდეს საქართველოოს გავლით და აქ საკმაოდ მაღალ პასუხისმგებლობას უნდა აცნობიერებდეს ბიზნესი, რომელიც თავის მომავალს ევროპაში ხედავს,“ - ამბობს ივა ჭყონია.