ულტიმატუმის ვადა ამოწურულია - კულტურის მინისტრი კინემატოგრაფებს ისევ არ ხდება

27.06.23 19:09
ულტიმატუმის ვადა ამოწურულია - კულტურის მინისტრი კინემატოგრაფებს ისევ არ ხდება

"ბიაზი გასკდა!" "ქართული კინო საფრთხეშია" - კულტურის სამინისტროსთან აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს. ულტიმატუმის დროის ამოწურვის შემდეგ, კინოცენტრის თანამშრომლებს და ხელოვანებს არც კულტურის მინისტრი და არც კინოცენტრის ხელმძღვანელობა არ შეხვდა.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი პროტესტს გააგრძელებენ. მათი მოთხოვნები უცვლელია -  შეჩერდეს კინოცენტრში რეორგანიზაცია, შეიცვალოს კინოცენტრის დირექტორის არჩევის წესი და ახალი დირექტორი კონკურსის საფუძველზე დაინიშნოს. დღესვე გაირკვა, რომ 11 ივნისს დანიშნული კინოცენტრის ახალი დირექტორი ახლა შვებულებაშია.

კინოცენტრის თანამრომლები და ქართული კინოს გულშემატკივრები მესამე კვირაა ამ მოთხოვნით ქუჩაში დგანან. აქციის მონაწილეები ოფიციალური წერილის შეტანას გეგმავენ პარლამენტშიც, კინოცენტრის თანამშრომლები ხვალ საკანონმდებლო ორგანოში მივლენ და რეორგანიზაციის პროცესების შეწყვეტას მოითხოვენ.