უსაფრთხოების საბჭოს მოწვევის რატომ გეშინიათ? საბჭოს რომ მოიწვევ, ბომბს გესვრის რუსეთი? - ალეკო ელისაშვილი
„ჩვენ თვალწინ რუსეთის ძლიერების მითი დაინგრა, საქართველოს ხელისუფლების გარდა აღარავის ეშინია რუსეთის“, - ეს განცხადება პარტია მოქალაქეების ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა გააკეთა.
ალეკო ელისაშვილი ხელისუფლებას უსაფრთხოების საბჭოს არმოწვევის გამო აკრიტიკებს.
ძალიან ვგულშემატკივრობდი, რომ რუსებს დაეხოცათ ერთმანეთი. არც პრიგოჟინისკენ ვიყავი, არც პუტინისკენ, ორივე საძაგელია თავის შინაარსით, მინდოდა დრამატულად განვითარებულიყო მოვლენები და არ შეშინებოდა პრიგოჟინს, ბოლოს როგორც შეეშინდა და დაყარა ფარხმალი, მაგრამ როგორც ჩანს, შიში ოხერია და წამოეწია მასაც სადღაც... რაც შეეხება ჩვენს ხელისუფლებას, ერთადერთი ქვეყანაა დარჩენილი დედამიწაზე, ვისაც ეშინია რუსეთის და ეს არის საქარტველოს ხელისუფლება. ის, რომ მოვლენებს აკვირდებოდნენ, ეს ძალიან სწორია, ის, რომ ვირაცები უკიჟინებდნენ, ვირაცის მხარე დაეჭირათ, ესეც სისულელე იყო. არ უნდა გამოსულიყვნენ და არც პრიგოჟინისკენ ყოფილიყვნენ და არც პუტინისკენ. მაგრამ ეს უსაფრთხოების საბჭოს მოწვევის რატომ ეშინიათ, ვერ ამიხსნია, სუვერენული სახელმწიფოს მეთაური რომ ხარ, რატომ გეშინია, კონკრეტულ მოვლენებთან დაკავშირებით უსაფრთხოების საბჭოს მოწვევა,“ - ამბობს ელისაშვილი.