მოინანიოს, სასჯელი მოიხადოს და პოლიტიკური განცხადებები მერე აკეთოს - „ოცნების“ გზავნილი სააკაშვილს

27.06.23 20:22
მოინანიოს, სასჯელი მოიხადოს და პოლიტიკური განცხადებები მერე აკეთოს - „ოცნების“ გზავნილი სააკაშვილს

„ქართული ოცნება“ მიხეილ სააკაშვილის მონანიებას ელოდება.  „ჯერ მონანიოს, სასჯელი მოიხადოს და მერე აკეთოს პოლიტიკური განცხადებები,“  - ეს შეუთვალა ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარემ პატიმარ პრეზიდენტს.  

სააკაშვილის ინიციატივას კავკასიის გაერთიანებსათან დაკავშირებით ხელისუფლება აბსურდად მიიჩნევს და ამბობენ, რომ მესამე პრეზიდენტი რეალობას აცდენილია.  სააკაშვილს ურჩევენ, ვიდრე ის პატიმარია შიდა და გარე პოლიტიკას  ჩამოშორდეს. 
პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ საგამოძიებო სამსახურმა სააკაშვილის მიმართ არადამიანურ მოპყრობაზე გამოძიება შეწყვიტა. ციხეში გადაყვანის ეპიზოდზე, სადაც პირდაპირ ჩანს, როგორ ძალადობდნენ პრეზიდენტზე პენიტენციურის თაბამშრომლები, კოკა კაციტაძის უწყებამ დანაშაულის ნიშნები ვერ დაინახა. 

გამოუძიებელი რჩება სავარაუდო მოწამვლვის ეპიზოდიც. ამაზე საგამოძიებო სამსახურს ის არგუმენტი აქვს, რომ თავად სააკაშვილი უარს ამბობს თანამშრომლობაზე. 

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში. 

 

 

მსგავსი სიახლეები