ცესკოს წევრების არჩევის წესი - „ოცნება“ პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება

27.06.23 20:26
ცესკოს წევრების არჩევის წესი - „ოცნება“ პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება

მორიგი  მობილიზაციის მოლოდინში - „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის ვეტოს  დასაძლევად ემზადება. ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესი სალომე ზურაბიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ შორის კიდევ ერთი განხეთქილების მიზეზია. „ოცნების“  ინიციტივას მხოლოდ პრეზიდენტი არ ეწინააღმდეგება. ევროკომისიის შუალედურ დასკვნაში პირდაპირ ეწერა, რომ ეს კანონი არ არის მისაღები.  ბრუსელიდან მიღებული მკაცრი შეფასების მიუხედავად,  ვეტოს დაძლევის პროცედურების დაწყება შესაბამის კომიტეტს უკვე დაევალა.

პრეზიდენტს ცესკოს წევრების წარდგენის უფლებას ართმევენ. გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანამდე „ქართული ოცნება“ სალომე ზურაბიშვილს საბოტაჟის მოწყობაში ადანაშაულებს. „ჩვენ ვხედავთ, რომ არის მცდელობა ცესკოში ხელოვნურად შეიქმნას კრიზისი“ - ამბობს პარტიის თავმჯდომარე, რომლის თავდასხმის ადრესატი  ზურაბიშვილთან ერთად შარლ მიშელის შეთანხმებაც  იყო. კობახიძე ირწმუნება, რომ ხელისუფლება არასდროს გააფორმებს მსგავს შეთახმებას, როგორიც 19 აპრილის დოკუმენტი იყო.

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.