„ფარჩაკებო, პრიგოჟინისტებო“ - პარლამენტის სხდომა დღეს ურთიერთბრალდებების რეჟიმში მიმდინარეობდა
პუტინის კარზე ჩაშლილი ამბოხის გამო „ოცნება“ კმაყოფილია. მას შემდეგ რაც მიხვდნენ, რომ რუს დიქტატორს საფრთხე აღარ ემუქრება, ყველა განცხადება ოპოზიციას უკან შემოუტრიალეს და მათ პირდაპირ ლანძღვაზე გადავიდნენ. „ფარჩაკები, რუსეთუმეები, ჟენიები, პრიგოჟინისტები“, - ისმოდა დღეს „ოცნების“ რიგებიდან.
მმართველი გუნდის დღევანდელი განცხადებები ოპოზიციისთვის დასტურია,რომ რუსეთში განვითარებული პროცესების დროს ისინი პუტინს გულშემატკივრობდნენ, ამიტომ არ დააყოვნა პასუხმაც. ოპონენტები „ოცნებას“ ქვეყნის ღალატში ამხელენ. „რუსებო, სერგო ორჯონიკიძეებო“, - მიმართავდა ოპოზიცია ივანიშვილის გუნდს და მათ აკისრებდა პასუხსიმგებლობას, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.