„ოცნებამ“ სანქციების კოორდინატორებისგან ბოლო გაფრთხილება მიიღო - ხელისუფლება არ იმჩნევს
ბოლო გაფრთხილება „ქართულ ოცნებას“ – ევროპული და ამერიკული სანქციების ხელმძღვანელები დღეს ქვეყნის მთავრობის პირველ პირებს მოსალოდნელ შედეგებზე სათითაოდ აფრთხილებდნენ. შემდეგი ნაბიჯი უკვე კონკრეტული მოქმედებები იქნება. რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები თუ არ აღსრულდება, საქართველოს ხელისუფლებას მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს.
სანქციების კოორდინატორები მთელი დღის განმავლობაში შეხვდნენ ყველა იმ მაღალჩინოსანს, ვინც პასუხისმგებელია სანქციების დაცვაზე. მათ შორის მძიმე საუბარი იყო პრემიერ მინისტრთან და მის ეკონომიკურ გუნდთან.
„ქართული ოცნება“ არ იმჩნევს. ამბობენ, რომ ვაშინგტონის, ბრუსელისა და ლონდონის წარმომადგენლები საქართველოში მხარდაჭერის გამოსახატავად ჩამოვიდნენ.
თუ ქვეყანა პირობებს ასრულებს, მაშინ რა მისიით იმყოფებიან სანქციების ხელმძღვანელები თბილისში? ვიდრე ამ კითხვაზე თავად ამერიკელი და ევროპელი მაღალჩინოსნები გასცემენ პასუხს, უკვე თქვა ვაშინგტონმა. გვაშფოთებს ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც რუსეთს მასზე დაწესებული სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარება – ასე უპასუხა საქართელოზე დასმულ კითხვას სახელწმიფო დეპარტამენტის წარმოამდგენელმა.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.