ქაოტური მშენებლობები დიდ დიღომში - საბა ბუაძე კორუფციულ სქემაზე საუბრობს
დიდ დიღომში დაწყებული მშენებლობა - "ლელოს" წევრი საბა ბუაძე კორუფციულ სქემაზე საუბრობს და ამბობს, რომ ამ სქემის სათავეში თბილისის მერი კახა კალაძე დგას.
ბუაძე გამოყოფს ერთ-ერთ დეველოპერს კობა კვეტენაძეს და დეპუტატი საკრებულოს ერთ-ერთ სხდომას იხსენებს, სადაც მიწის მონაცვლეობაზე იყო მსჯელობა და კვენეტაძემ, ბუაძის შეფასებით, თვალთმაქცური გარიგებით, 5 ათასი კვადრატული მეტრი მუნიციპალური ქონება სარეკრეაციო ზონების სანაცვლოდ მიიღო.
ბუაძე ამბობს, რომ დიდ დიღომში დაგეგმილი ქაოსური მშენებლობა საფრთხის შემცველია.
ურბანულ გენოციდს თავისი მიზეზი აქვს და არის არის კალაძის კორუფციული მმართველობა. მთავარი მიზეზი ამ ყველაფრის გამომწვევი არის კალაძის კორუფციული მმართველობა, რომელსაც ქართულ ოცნებაში ძალიან ცოტა ადამიანი თუ შეეჯიბრება კორუფციის თვალსაზრისიტ. ყველა ამ ნებართვის უკან დგას კორუფციული არასწორი გადაწყვეტილებები, ყველა ადამიანი, რომელიც ამ ნებართვას იღებს სხვადასხვა კუთხით დაკავშირებულია თბილისის მერიასთან და კობა კვეტენაძე, რომელიც ამ კონკრეტული მშენებლობის უკან დგას, თბილისის მერიასთან დაახლოებულია," - ამბობს ბუაძე.
საბა ბუაძე ამბობს, რომ კორუფციული სქემის სათავეში კახა კალაძეა და ის თავისი მოადგილეების დახმარებით ახორციელებს კორუფციულ პროექტებს.
კავშირები მიდის თბილისის მერის მოადგილეებთან. თავისი მოადგილეების საშუალებით კალაძეს აქვს აწყობილი მთელი კორუფციული ინფრასტრუქტურა - ხმალაძე, ბენდელიანი და სხვები, რომლებიც ამ გადაწყვეტილებებს ირებენ და კარგად უნდა იცოდნენ, რომ კალაძე ვერ გიშველით, რადგან პასუხისმგებლობა აუცილებლად იქნება, რადგან თქვენ ხართ ამ გადაწყვეტილების მიმღებები და თანამონაწილეები და აუცილებლად მოგეთხოვებათ ჩვენი ქალაქის წინაშე დაშვებული დანაშუალებებისთვის, - ამბობს საბა ბუაძე.