"სოლიდარობას ვუცხადებთ რეჟისორ სალომე ჯაშსა და მისი კოლეგებს" - HRHF
"სოლიდარობას ვუცხადებთ რეჟისორ სალომე ჯაშსა და მისი კოლეგებს", - მიმართვას ადამიანის უფლებათა სახლის ფონდი ავრცელებს.
ადამიანის უფლებათა სახლის ფონდის წარმომადგენელმა ჯაშის მხარდამჭერი განცხადება 23 ივნისს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 53-ე სესიაზე გააკეთა. სესიაზე საუბარი იყო გამოხატვის თავისუფლების მდგომარეობას აზერბაიჯანში, ხორვატიაში, საქართველოში და სერბეთში.
გამოვთქვამთ შეშფოთებას საქართველოში კულტურის სფეროში გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით. კერძოდ, სოლიდარობას ვუცხადებთ რეჟისორ სალომე ჯაშსა და მისი კოლეგებს, რომლის ბოლო ფილმსაც თავს დაესხნენ ხელისუფლების წარმომადგენლები კინოცენზურის ტენდენციებისა და შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ფონზე“, – აცხადებს ადამიანის უფლებათა სახლის ფონდი.