მიშა მშვილდაძეს თავს დაესხნენ
მიშა მშვილდაძეს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ინფორმაციას ტელეკომპანია ფორმულა ავრცელებს. მიშა მშვილდაძე ფორმულას ერთ-ერთი დამფუძნებელია.
მშვილდაძე ყვება, რომ მას თავდამსხმელმა სახეში დაარტყა, რის შემდეგაც კიბეებზე დაგორდა, თავდამსხმელი კი ფიზიკურ ანგარიშსწორებას აგრძელებდა. მშვილდაძის თქმით, თავდასხმა, სავარაუდოდ, მის განცხადებებს უკავშირდება.
უცნობი პირი დამესხა თავს კარფურის შესასვლელში. ყურსასმენები მეკეთა, არც გამიგია თუ დამიძახა მანამდე რამე. გვერდით ჩავუარე უბრალოდ, ორი პიროვნება იდგა, არ დავკვირვებივარ, ვეჭვობ, რომ ერთ-ერთი მათგანი გამომეკიდა და პირდაპირ შესასვლელში უკნიდან სახეში მუშტი დამარტყა. მერე ფეხი წამოვკარი კიბეს და წავიქეცი. შესასვლელში კამერა არის, ვხედავ. შიგნითაც იქნება სუპერმარკეტში კამერები... ალბათ გაიქცნენ იმიტომ, რომ მერე დაცვა მოვიდა, დაახლოებით 15-20 წამი გრძელდებოდა ეს, სანამ ცდილობდა, რომ ერტყა. შეძახილი, რაც გავიგონე, ყურსასმენი რომ მოვისენე, ახსენა პატრიარქი "შენ პატრიარქს როგორ აგინებ" თუ რაღაც მსგავსი", - აცხადებს მშვილდაძე.
ადგილზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.