დარწმუნებული ვარ, მათი იდენტიფიცირება მოხდება და მერე გაირკვევა ეს ყველაფერი დადგმული თუ იყო - მშვილდაძის პირველი კომენტარი
„დარწმუნებული ვარ, მათი იდენტიფიცირება მოხდება და მერე გაირკვევა ეს ყველაფერი დადგმული თუ იყო“ - ეს განცხადება მიშა მშვილდაძემ გააკეთა. ფორმულას დამფუძნებელი მასზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას წინასწარ ორგანიზებულად აფასებს.
მიშა მშვილდაძე ამბობს, რომ თავდასხმის ადგილზე სუს-ის წარმომადგენელიც შენიშნა.
მე არ მჯერა, რომ ცუდი რაღაცები თავისით ხდება და ადამიანებს ყოფნით სიბრიყვე რპომ რაღაც გამოგონილი სიგიჟის გამო ჩადიოდეს საქციელს, რომელიც თავისუფლების აღკვეთით ისჯება... მგონია, რომ წინასწარი შეგულიანების გარეშე, დავადგენთ ამ ადამიანებს, ვინ არიან და მერე ვნახოტ მათი ტელეფონის მარშრუტები. თუ პოლიციის ადეკვატურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა მაშინ უნდა გაიზარდოს ალბათობა იმისა, რომ ეს ყველაფერი წინასწარ მოწყობილი იყო და დამნაშავეები წინასწარი ხელშეწყობის პირობებში მოქმედებდნენ, მაღალი იქნება. თუ ჩვეულებრივად დაისჯებიან, მაშინ მაღალკი ალბათობაა იმის, რომმ მართლა შეყავს ადმიანები შეცდომაში პროპაგანდას,“ - ამბობს მშვილდაძე.
მიშა მშვილდაძეს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მშვილდაძე ყვება, რომ მას თავდამსხმელმა სახეში დაარტყა, რის შემდეგაც კიბეებზე დაგორდა, თავდამსხმელი კი ფიზიკურ ანგარიშსწორებას აგრძელებდა. მშვილდაძის თქმით, თავდასხმა, სავარაუდოდ, მის განცხადებებს უკავშირდება.