ეს არის ძალადობის ტოტალური სივრცე, რომელიც შექმნა ხელისუფლებამ - სანაია მშვილდაძეზე თავდასხმას აფასებს

27.06.23 21:16
ეს არის ძალადობის ტოტალური სივრცე, რომელიც შექმნა ხელისუფლებამ - სანაია მშვილდაძეზე თავდასხმას აფასებს

„ეს არის ძალადობის ტოტალური სივრცე, რომელიც შექმნა ხელისუფლებამ,“ - ასე აფასებს ტელეკომპანია ფორმულას წამყვანი, ვახო სანაია ტელეკომპანიის ერთ-ერთ დამფუძნებელზე თავდასხმას და ფიზიკურ ანგარიშსწორებას.

ვახო სანაიას შეფასებით, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმა არის იმ აგრესიული რიტორიკის გაგრძელება, რაც ქართულ ოცნებას აქვს. 

საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა ხელისუფლება სადმე ჩუმად ოტახში სატელეფონო ზარით ან მინაწერით დაავალებს სადმე და გაუშვებს ოპნენტების საცემად თუ უარესი ხდება,. ყოველდღიურად ეთერში არის ძალადობისკენ მოწოდება. რუსული კანონის მიმღებებს, ლავროვის მიმრებებს, პუტინის მეხოტბეებს და ათას რუსულ უბედურებაში გახვეულ ხალხს თურმე პრორუსი წყინს, რა პრორუსი - პუტინისტები არიან პირდაპირ. რუსული მოდელი გადმოღებულია საქართველოში და ადამიანებს ფიზიკურად უსწორდებიან. ტოტალურ ძალადობაზე დგანან, ამის შედეგია ის, რაც მიშასთან დაკავშირებიტ მოხდა, ქართული ოცნების მესიჯბოქსით იყო წარმოდგენილი თავდამსხმელი," - ამბობს ვახო სანაიამ.
 

მიშა მშვილდაძეს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მშვილდაძე ყვება, რომ მას თავდამსხმელმა სახეში დაარტყა, რის შემდეგაც კიბეებზე დაგორდა, თავდამსხმელი კი ფიზიკურ ანგარიშსწორებას აგრძელებდა. მშვილდაძის თქმით, თავდასხმა, სავარაუდოდ, მის განცხადებებს უკავშირდება.

მსგავსი სიახლეები