ხელისუფლება, როდესაც ძალადობას ახალისებს, ეს ნიშნავს, რომ მას სხვა სალაპარაკო ენა არ აქვს - წითლიძე
„ხელისუფლება, როდესაც ძალადობას ახალისებს, ეს ნიშნავს, რომ მას სხვა სალაპარაკო ენა არ აქვს,“ - ასე აფასებს ნაციონალური მოძრაობის წევრი ანი წითლიძე ფორმულას დამფუძნებელზე, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმას და ფიზიკურ ანგარიშსწორებას.
ანა წითლიძე ვარაუდობს, რომ ძალადობრივი შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება, რადგან ხელისუფლება ამ გზით შეეცდება ძალაუფლების შენარჩუნებას.
უნდა ვანახოთ რუსულ ოცნებას, რომ ჩვენ არ გვეშინია არც ქუჩაში დახვედრების, არც ქუჩაში თავდასხმების, არც ფიზიკური ანგარიშსწორების, იმიტომ, რომ ჩვენ ეს გზა ავირჩიეთ და ვიცით რას ვაკეთებთ - ვაკეთებთ იმას, რომ ვიბრძვით და ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ რუსულმა ოცნებამ ვერ შეძლოს ეს ქვეყანა საბოლოოდ გახადოს რუსული გუბერნია. ის ხელი, რომელიც დღეს მიშას მოხვდა, ან მანამდე მოხვდა ვახო სანაიას, ან ჩემს თანამებრძოლებს, ან შეიძლება მოგვხვდეს ამის მერე, პირიქიტ არის, ეს არ არის შეურაცხმყოფელი, მართალ ბრძოლაში ვართ და ეს გამარკვება დასრულდება გამარჯვებით,“ - ამბობს ანი წითლიძე.