თუ ფიზიკურად დაგვიპირისპირდებიან, ჩვენც უნდა გავცეთ ამ ფიზიკურ დაპირისპირებას იგივე პასუხი - ანი წითლიძე

27.06.23 21:45
თუ ფიზიკურად დაგვიპირისპირდებიან, ჩვენც უნდა გავცეთ ამ ფიზიკურ დაპირისპირებას იგივე პასუხი - ანი წითლიძე

„მიუხედავად იმისა, რომ მე ძალადობისკენ არავის მოვუწოდებ, ცხადია, რომ თუ ფიზიკურად დაგვიპირისპირდებიან და ამას იზამენ, მაშინ ჩვენც უნდა გავცეთ ამ ფიზიკურ დაპირისპირებას იგივე პასუხი," - ეს განცხადება ნაციონალური მოძრაობის წევრმა ანი წითლიძემ გააკეთა.

ანი წითლიძის შეფასებით, ქართული ოცნების ხელისუფლება ოპონენტების დაშინებას ძალადობრივი გზებიტ ცდილობს.

„იმიტომ, რომ ცენ ვებრძვით რეჟიმს და რეჟიმს არც თავი უნდა დავაჩაგვრინოთ და არც შევაშინებინოთ, შეაშინოს თავისივე რუსული ოცნების წევრები და აქტივისტები. გაბედავენ ვინმეს დაჩაგვრას, ჩვენც აუცილებლად ვუპასუხებთ, სხვა გზა არ გვხვდება. ესენი არიან ძალიან მშიშრები, ესენი არიან გულადები მანამ, სანამ ხედავენ, რომ ამის პასუხს არ აძლევ. არანაირი სამოქალაქო დაპირისპირება ამ ქვეყანაში არ იქნება, უმცირესობაში არიან, საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა არის სხვა მხარეს, “ - ამბობს ანი წითლიძე.
 

მსგავსი სიახლეები