დიქტატორული რეპრესიებია - შალვა ნათელაშვილი

27.06.23 21:57
დიქტატორული რეპრესიებია - შალვა ნათელაშვილი

ისტორიული რაკურსით, ჩვეულებრივი დიქტატორული რეპრესიებია, პოლიტიკური დიქტატურაა ქვეყანაში,“ - ასე ეხმაურება ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას.

ნათელაშვილის შეფასებით, "ქართული ოცნება" დიქტატურის დასრულებას გრძნობს და ძალადობრივი შემთხვევების გახშირება ამაზე მეტყველებს.

ეს თავდასხმა ორგანიზებულია ხელისუფლების მიერ, ეჭვი არ შეგეპაროთ. იქ სპეცსამსახურებია, რომლებიც ჩასაფრებაზე, ერთმანეთის დაპირისპირებაზე, მერე ფორმალურად დაიჭერენ ვიღაცას და რამდენიმე თვეში გაუშვებენ,“ - ამბობს შალვა ნათელაშვილი.

მიშა მშვილდაძეს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მშვილდაძე ყვება, რომ მას თავდამსხმელმა სახეში დაარტყა, რის შემდეგაც კიბეებზე დაგორდა, თავდამსხმელი კი ფიზიკურ ანგარიშსწორებას აგრძელებდა. მშვილდაძის თქმით, თავდასხმა, სავარაუდოდ, მის განცხადებებს უკავშირდება.