მიზანია, შიშის ატმოსფეროს შექმნა და კრიტიკული აზრის ჩახშობა - გირჩი-მეტი თავისუფლება
ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელზე თავდასხმას გირჩი მეტი თავისუფლება ეხმაურება. ოპოზიციური პარტიაში დარწმუნებულები არიან, რომ მიშა მშვილდაძეზე თავდასხმა ქართული ოცნების მიერ დაწყებული ძალადობრივი ქმედებების გაგრძელებაა.
მშვილდაძეზე თავდასხმა გირჩი მეტი თავისუფლების წარმომადგენლებისთვის იმის დადასტურებაა, რომ ქართული ოცნების მიზანს პოლარიზაციის შემცირება არ წარმოადგენს. პირიქით, მმართველი ძალა შიშის დანერგვას და კრიტიკული აზრის ჩახშობას ცდილობს.
მიშა მშვილდაძეზე თავდასხმა არის გაგარძელება იმ ძალადობრივი ქმედებებისა, რომლებიც ორგანიზებულია ხელისუფლებაში მყოფი ივანიშვილის “ხელის ბიჭების” მიერ და რომლის მიზანია - ქვეყანაში შიშის ატმოსფეროს შექმნა და კრიტიკული აზრის ჩახშობა.
ამავე დროს, ფიზიკური ანგარიშსწორება მედია საშუალების ერთ-ერთ დამფუძნებელზე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელისუფლებაში მყოფ რუსებს არც პოლარიზაციის შემცირება ადარდებთ და არც პლურალისტული მედია გარემო.
ჩვენ გვესმის, რომ რაც უფრო მეტად დაემუქრება საფრთხე ივანიშვილის მიერ ძალაუფლების შენარჩუნებას, მით მეტად გაიზრდება ძალადობა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც გულწრფელად ებრძვან არსებულ რეჟიმს.
სოლიდარობა Misha Mshvildadze-ს
ქართული ოცნება - მოგი**ანთ პუტინი! - წერს გირჩი - მეტი თავისუფლება.
გირჩი-მეტი თავისუფლების ერთ-ერთი ლიდერი ზურა ჯაფარიძე ასევე იყო ძალადობრივი ჯგუფების სამიზნე. რამდენიმე კვირის წინ მას თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.