თავდასხმა მიშა მშვილდაძეზე - შსს-მ გამოძიება დაიწყო

27.06.23 22:10
თავდასხმა მიშა მშვილდაძეზე - შსს-მ გამოძიება დაიწყო

ტელეკომპანია “ფორმულას” ერთ-ერთ დამფუძნებელზე, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

მიშა მშვილდაძეს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მშვილდაძე ყვება, რომ მას თავდამსხმელმა სახეში დაარტყა, რის შემდეგაც კიბეებზე დაგორდა, თავდამსხმელი კი ფიზიკურ ანგარიშსწორებას აგრძელებდა. მშვილდაძის თქმით, თავდასხმა, სავარაუდოდ, მის განცხადებებს უკავშირდება. ფორმულას ერთ-ერთი დამფუძნებელი არ გამორიცხავს, რომ თავდასხმა ორგანიზებული იყო.

მსგავსი სიახლეები