მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ფაქტს სახალხო დამცველი ამ დრომდე არ გამოხმაურებია

27.06.23 22:20
მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ფაქტს სახალხო დამცველი ამ დრომდე არ გამოხმაურებია

თავდასხმა მიშა მშვილდაძეზე - ინციდენტიდან ორ საათის შემდეგ, სახალხო დამცველი ძალადობრივ ქმედებას არ ეხმაურება.

ფორმულას ერთ-ერთი დამფუძნებელი მიშა მშვილდაძე ვარაუდობს, რომ მასზე თავდასხმა წინასწარ ორგანიზებული იყო, თუმცა, ამ განცხადების მიუხედავად, ომბუდსმენის აპარატს განცხადება არ გაუვრცელებია.

ტელეკომპანია “ფორმულას” ერთ-ერთ დამფუძნებელზე, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

მიშა მშვილდაძეს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მშვილდაძე ყვება, რომ მას თავდამსხმელმა სახეში დაარტყა, რის შემდეგაც კიბეებზე დაგორდა, თავდამსხმელი კი ფიზიკურ ანგარიშსწორებას აგრძელებდა. მშვილდაძის თქმით, თავდასხმა, სავარაუდოდ, მის განცხადებებს უკავშირდება. ფორმულას ერთ-ერთი დამფუძნებელი არ გამორიცხავს, რომ თავდასხმა ორგანიზებული იყო.

მსგავსი სიახლეები