აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ამ ვითომ "შემთხვევითი" თავდასხმების ორგანიზატორი ოცნება და სუსია - ელისაშვილი
"აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ამ ვითომ "შემთხვევითი" თავდასხმების ორგანიზატორი ოცნება და სუსია," - ასე აფასებს პარტია მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელზე განხორციელებულ თავდასხმას.
ალეკო ელისაშვილი დარწმუნებულია, რომ ფიზიკური ანგარიშსწორების უკან ქართული ოცნების ხელისუფლება დგას.
მიშა მშვილდაძე და მე კაი ხანია სხვადასხვა პოლიტიკურ პოზიციებზე ვართ, მაგრამ მიშა ძალიან მაგარი ბიჭია. ძალიან კარგი მოქალაქეა მიუხედავად ბევრ რამეში ჩვენი გამსხვავებულობისა. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ამ ვითომ "შემთხვევითი" თავდასხმების ორგანიზატორი ოცნება და სუსია. ჰოდა ოცნებაც და სუსიც ამის ჩამდენები ხართ სამარცხვინოები! ასეთი რამეების ჩამდენი ხელისუფლება არის სამარცხვინო და რეალურად გამწირული წასასვლელად," - წერს ალეკო ელისაშვილი.