მოვუწოდებთ დროულად და ეფექტიანად გამოიძიონ მშვილდაძეზე თავდასხმის ფაქტი - ქარტია
თავდასხმა მიშა მშვილდაძეზე - საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საგამოძიებო უწყებებს მოუწოდებს, რომ დროულად და ეფექტიანად გამოიძიონ თავდასხმის ფაქტი.
ქარტიაში თვლიან, რომ მედიის წარმომადგენლებზე გახშირებული თავდასხმები სახელისუფლებო გუნდის მხრიდან ჟურნალისტების მიმართ აგრესიული რიტორიკის შედეგია.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს, დროულად და ეფექტიანად გამოიძიონ მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ფაქტი.ქარტია კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში მედიის წარმომადგენლებზე გახშირებული თავდასხმების გამომწვევი ფაქტორები ხელისუფლების მხრიდან მედიის წარმომადგენლების მიმართ აგრესიული რიტორიკა და დანაშაულების გაჭიანურებული და გამოუძიებელი საქმეებია.
ქარტია მიუთითებს, რომ ქვეყანაში მედიის წარმომადგენლებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა ხელისუფლების პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა, - წერს ქარტია.