ხელისუფლების აგონია იწვევს ასეთი ტიპის ძალადობრივი აქტების წახალისებას - ბადრი ჯაფარიძე

27.06.23 22:44
ხელისუფლების აგონია იწვევს ასეთი ტიპის ძალადობრივი აქტების წახალისებას - ბადრი ჯაფარიძე

"როგორც ჩანს, ხელისუფლების აგონია იწვევს ასეთი ტიპის ძალადობრივი აქტების წახალისებას, არჩევნებამდე, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, სულ უნდა ვიყოთ მობილიზებულები," - ეს განცხადება "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ გააკეთა.

ბადრი ჯაფარიძე ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელზე თავდასხმას ეხმაურება და არ გამორიცხავს, რომ საარჩევნო წელს, ქართული ოცნების ლიდერების მოწოდებებიდან გამომდინარე, ძალადობრივი გარემო იქნება.

ჯაფარიძე ამბობს, რომ ქართული ოცნების მიზანი დაშინების მცდელობაა, თუმცა, "ლელოს" ლიდერის თქმით, ეს ხელისუფლების სასიკეთოდ არ იმუშავებს.

პირველი რეაქცია არის აღშფოთება. უნდა დაიგმოს ეს ძალადობრივი აქტი,. იუს ადმაინები, ვინც ეს ჩაიდინეს უნდა დაისაჯონ კანონის მთელი სიმკაცრით და ის ადამიანებიც, რომლებიც აქეზებენ ამ თავდამსხმელებს. იმიტომ, რომ ცხადია, ეს თავდამსხმელები არიან წაქეზებულები, მაგრამ საბოლოო ჯამში, ამ გარემოს ქმნის ქართული ოცნების რიტორიკა, ლიდერების პრაქტიკულად მოწოდება ძალადობისკენ, ოპონენტების მუდმივი შეურაცხყოფა და ყველაზე დიდი ცინიზმი რა არის იცით, რომ ამ თავდასხმას ახორციელებენ პატრიარქის თურმე სახელის დამცველები. პატრიარქი ამ დროს არის მაგალითი კაცთმოყვარეობის, მიტევების და ეს ადმაიანები მის სახელს უსაფუძვლოდ იყენებენ,“ - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.