ცეცხლს ეთამაშება ხელისუფლება - ბადრი ჯაფარიძე გახშირებულ ძალადობაზე
"ცეცხლს ეთამაშება ხელისუფლება," - "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტებზე თავდასხმას ეხმაურება.
ცეცხლს ეთამაშება ხელისუფლება - აცხადებს ოპოზიციონერი.
ცეცხლს ეთამაშება ხელისუფლება. ამ ნაბიჯებმა შეიძლება მართლაც გამოიწვიოს საზოგადოებაში დიდი დაპირისპირება. ცხადია, რომ თუ ვინმე მართლაც ემუქრება დღეს ქვეყნის უსაფრთხოებას და მშვიდობას, ეს არის ქართული ოცნება. ასეთი წამქეზებლური მოქმედებებით და ზოგჯერ, ორგანიზებულიც არის, საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ პირდაპირ ორგანიზებულია ქართული ოცნების ქვედანაყოფების მიერ, იმიტომ,რომ მათი ერთ-ერთი ლიდერი ყველა უშვერ სიტყვას იყენებს იმისთვის, რომ შეურაცხყოს ოპონენტები. რა თქმა უნდა, ეს ასეთ ძალადობრივ ჯგუფებს ახალისებს. იქნება მცდელობები დაშინების, იქნება ძალაოდბის აქტევბის, მაგრამ სანამ ეს ხელისუფლება თავის ადგილზეა, ასეთი გარემოებები გვექნება,“ - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.