თავდასხმა მიშა მშვილდაძეზე - დაშავებული ჟურნალისტი ჩვენების მისაცემად მიდის

27.06.23 22:56
თავდასხმა მიშა მშვილდაძეზე - დაშავებული ჟურნალისტი ჩვენების მისაცემად მიდის

თავდასხმა მიშა მშვილდაძეზე - ფორმულას ერთ-ერთი დამფუძნებელი საბურთალოს პოლიციის რაიონულ განყოფილებაში ჩვენების მისაცემად მიდის. მშვილდაძე მანამდე ხეჩინაშვილის კლინიკაში იმყოფებოდა. მას დაზიანებები სახისა და თავის არეში აღენიშნება.

მიშა მშვილდაძეს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მშვილდაძე ყვება, რომ მას თავდამსხმელმა სახეში დაარტყა, რის შემდეგაც კიბეებზე დაგორდა, თავდამსხმელი კი ფიზიკურ ანგარიშსწორებას აგრძელებდა. მშვილდაძის თქმით, თავდასხმა, სავარაუდოდ, მის განცხადებებს უკავშირდება. ფორმულას ერთ-ერთი დამფუძნებელი არ გამორიცხავს, რომ თავდასხმა ორგანიზებული იყო.

ტელეკომპანია “ფორმულას” ერთ-ერთ დამფუძნებელზე, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

 

მსგავსი სიახლეები