"გატეხილი აქვს ცხვირი, ტვინის შერყევა აქვს, სახის ძვლებიც დამტვრეული აქვს" - ენმ-ის წევრს ოპერაცია უტარდება
თავდასხმა ნაციონალური მოძრაობის წევრზე - დავით ოსიყმიშვილს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება. "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ირაკლი ნადირაძის თქმით, მათი პარტიის წევრს თავს ორი ადამიანი დაესხა.
ნადირაძის თქმით, ოსიყმაშვილს ტვინის შერყევა აქვს. ნაციონალური მოძრაობის წევრი ამ თავდასხმას თანაპარტიელის პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირებს. ნადირაძეს ობიექტური გამოძიების იმედი არ აქვს და არ გამორიცხავს, რომ დამნაშავეებს პოლიცია ხელს დააფარებს.
გატეხილი აქვს ცხვირი, ტვინის შერყევა აქვს, როგორც ვიცით, სახის ძვლებიც დამტვრეული აქვს... ზურგიდან დაესხნენ თავს, ელოდებოდნენ, ზურგიდან დაესხნენ თავს, თავში დაარტყეს, უმოწყალოდ სცემეს, ისე, რომ ერთი სიტყვა არ უთქვამთ და გაიქცნენ. თვითმხილველები ამბობენ, რომ ორი ადამიანი იყო," - ამბობს ნადირაძე.