ღიად გამოცხადებული ნადირობა არის რეჟიმის მოწინააღმდეგე აქტიურ ადამიანებზე - გიორგი თარგამაძე

27.06.23 23:18
ღიად გამოცხადებული ნადირობა არის რეჟიმის მოწინააღმდეგე აქტიურ ადამიანებზე - გიორგი თარგამაძე

მიშა მშვილდაძე ამ წუთებში  საბურთალოს პოლიციის რაიონულ განყოფილებაში კითხავენ. საქმე მის მიმართ თავდასხმას და ფიზიკურ ანგარიშსწორებას ეხება.

გიორგი თარგამაძის ინფორმაციით, პოლიციაში მისვლამდე, მშვილდაძე ხეჩინაშვილის კლინიკაში იმყოფებოდა და მას ჯანმრთელობის სერიოზული დაზიანება არ აქვს. 

უკვე იმ ფაზაში გადავდივართ, როდესაც ფაქტობრივად, ღიად გამოცხადებული ნადირობა არის საზოგადოებისთვის ცნობილ და ამავე დროს რეჟიმის მოწინააღმდეგე აქტიურ ადამიანებზე, ქუჩებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. მოულოდნელი არაფერია, რამდენადაც ამ ტიპის რეჟიმებისთვის, სწყინთ, როდესაც რუსულ რეჟიმს ვუწოდებთ, საუბარია იმ მოდელზე, რა წესებსაც ამკვიდრებენ... ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ ეს არის საქართველოს ხელისუფლების და სპეცსამსახურების მიერ მართული პროცესი, ჩვენ ბევრი მტკიცებულება დაგვიგროვდა იმის სამტკიცებლად, რომ საქარტელოში ხელისუფლება ორგანიზებულად დევნის დემოკრატიული ინსტიტუტების წარმომადგენლებს ამნ იმ ადამიანებს, რომლებსაც განსახვავებული აზრიც აქვთ და შეუძლიათ თამამად და ღიად ილაპარაკონ,“ - ამბობს თარგამაძე. 
 

მიშა მშვილდაძეს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მშვილდაძე ყვება, რომ მას თავდამსხმელმა სახეში დაარტყა, რის შემდეგაც კიბეებზე დაგორდა, თავდამსხმელი კი ფიზიკურ ანგარიშსწორებას აგრძელებდა. მშვილდაძის თქმით, თავდასხმა, სავარაუდოდ, მის განცხადებებს უკავშირდება. ფორმულას ერთ-ერთი დამფუძნებელი არ გამორიცხავს, რომ თავდასხმა ორგანიზებული იყო.

ტელეკომპანია “ფორმულას” ერთ-ერთ დამფუძნებელზე, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები