თავდასხმა მიშა მშვილდაძეს - შსს-ს დაკავებული არ ჰყავს

28.06.23 11:48
თავდასხმა მიშა მშვილდაძეს - შსს-ს დაკავებული არ ჰყავს

თავდასხმა "ფორმულას" ერთ-ერთ დამფუძნებელზე - შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არ დაუკავებია 2 პირი, ვინც მიშა მშვილდაძეს ჩასაფრება მოუწყო და ფიზიკურად გაუსწორდა. 

შსს-ში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

თავდასხმა განხორციელდა გამიზნულად და ჩასაფრებით ასეთი განცდა მქონდა. უკნიდან დამესხნენ თავს, ორნი იყვნენ, მაგრამ რამდენი მირტყამდა ერთი თუ ორი ვერ ვიტყვი იმიტომ, რომ პირველივე დარტყმისას წავიქეცი კიბეებზე და მერე უკნიდან ვგრძნობდი დარტყმებს და ხელი ავიფარე. ეს ხომ იმისთვის არ არის, რომ მომკლან, არის იმისთვის, რომ შეურაცხყოფა მოგაყენონ, რომ ადამიანები, რომლებიც რაღაცა თვალით გიყურებენ, ცოტა იმათ თვალში გაბანძდე, რომ აი, ნახე მაინც მოერივნენ. თითქოს ძალადობა არის ერთადერთი ღირებულება, რაზეც შეიძლება, რომ იდგეს პოლიტიკაში რამე. უხეშ პროპაგანდისტულ შეჯიბრში წაგებული ხარ იმიტომ, რომ იმის მხარეს პატრიარქია და აქეთ მიშა მშვილდაძე საბოლოო ჯამში აქამდე დაიყვანება" -  თქვა საგამოძიებო უწყების დატოვების შემდეგ მიშა მშვილდაძე.

მსგავსი სიახლეები