ხელისუფლების მოწინააღმდეგებითვის საქართველოში ცხოვრება უსაფრთხო აღარ არის - გიორგი თარგამაძე
გიორგი თარგამაძის შეფასებით, ხალისუფლების მოწინააღმდეგებითვის საქართველოში ცხოვრება უსაფრთხო აღარ არის. ჟურნალისტი "ფორმულას" ერთ-ერთი დამფუძნებელზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმიანება და ამბობს, რომ ძალადობას საპარლამენტო და სამთავრობო ტრიბუნებთან აქტიურად ახალისებენ.
მისივე თქმით, რიგი სასულიერო პირი, ძალადობას ამბიონიდანაც ახალისებს.
თარგამაძე მომხდარში ხელისუფლების პასუხისმგებლობას დედავს და აღნიშნავს, რომ მიზანი საზოგადოების ტერორია.
ასე, რომ ეს არის მთლიანად საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე და მიზანია, საზოგადოების ტერორის ქვეშ ყოფნა, ცნობილ ადამიანებზე ასეთი თავდასხმებით ისინი სიგნალს უგზავნიან საზოგადოებას, რომ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებისათვის, ამ რეჟიმის საწინააღმდეგო პოზიციის მქონე აქტიური ადამიანებისათვის ფიზიკური უსაფრთხოება საქართველოში არ არის" - აცხადებს გიორგი თარგამაძე.
"ფორმულას" ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს თავს გუშინ დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.