სასამართლომ ზურაბ ჯაფარიძესა და ნიკა მოსიაშვილს 2 500-2 500-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა
7-8 მარტის აქციების საქმე -"გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერები, ზურაბ ჯაფარიძე და ნიკა მოსიაშვილი სასამართლომ 2 500-2 500-ლარით დააჯარიმა.
მოსამართლემ ორივე მათგანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვად სცნო. ჯაფარიძესა და მოსიაშვილს ბრალად ედებათ წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა.
ცნობისთვის, "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე 8 მარტს, პარლამენტთან დააკავეს. მას "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის" 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდნენ, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.