თუ არ უერთდები სანქციებს, როგორ დაიცავ მაშინ სანქციებს შენი ქვეყნის ტერიტორიაზე? - ბადრი ჯაფარიძე
თუ არ უერთდები სანქციებს, როგორ დაიცავ მაშინ სანქციებს შენი ქვეყნის ტერიტორიაზე? - "ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ხელისუფლებას აბსურდული განცხადებების გამო აკრიტიკებს. პოლიტიკოსი ამბობს, რომ მმართველი გუნდის განცხადებები საერთაშორიო პარტნიორებში ეჭვებს აღძღავს, რომ ქვეყანა შესაძოა, სანქციების გვერდის ავლაშ იყოს გამოყენებული.
თუ არ უერთდები სანქციებს, როგორ დაიცავ მაშინ სანქციებს შენი ქვეყნის ტერიტორიაზე? და ეს არის სწორედ კარგი დემონსტრირება იმ აბსურდის, იმ სისულელის, რომელიც ჩვენ გვესმიეს „ქართული ოცნების“ მხრიდან. ცხადია, რომ მათი განცხადებებია სწორედ, რაც აღძრავს ეჭვს და ლეგიტიმურებს, ჩვენს მეგობრებში, იმიტომ, რომ თუკი ქვეყნის პირველი პირები აცხადებენ, რომ არ უერთდება ქვეყანა სანქციებს, ცხადია, მაშინ ჩნდება ეჭვი, რომ ქვეყანა შეიძლება გამოყენებული იქნეს სანქციების თავის ასარიდებლად, - ამბობს ჯაფარიძე.