ივანიშვილის მიმართ სანქციების დაწესება დღის წესრიგშია - ნათელაშვილი

28.06.23 11:36
ივანიშვილის მიმართ სანქციების დაწესება დღის წესრიგშია - ნათელაშვილი

ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესება დღის წესრიგშია, - ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ლდიერი აშშ-დან დაბრუნების შემდეგ საუბრობს. შალვა ნათელაშვილის თქმით, საქარტელოში სანქციების კოორდინატორების ჩამოსვლაც სწორედ ოლიგარქის დასანქცირების სამზადისთან არის კავშირში. 

ივანიშვილის მიმართ სანქციების ოფიციალურად დაწესება დღის წესრიგშია როგორც ვაშინგტონში, ასევე ბრუსელში. დღეს ჩამოვედი ამერიკიდან და ეს ინფორმაცია სრულად მაქვს და მხოლოდ დროის პრობლემაა როდის მოხდება ამის გამოცხადება. აღნიშნული დელეგაციის ჩამსვლას უკავშირდება სწორედ საბოლოო ვერდიქტის პროექტთან დაკავშირებულ სამზადისს, - ამბობს ნათელაშვილი.