ძალადობა ხელისუფლების მიერაა წაქეზებული - ედუარდ მარიკაშვილი

28.06.23 11:40
ძალადობა ხელისუფლების მიერაა წაქეზებული - ედუარდ მარიკაშვილი

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თავმჯდომარე ედუარდ მარიკაშვილი მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლებზე განხორციელებულ ძალადობას ზელისუფლების მიერ წახალისებულს უწოდებს. 

უფლებადამცვალის თქმით,  "ქართული ოცნების" წევრები მტრული და მადისკრეტირებელი რიტორიკით გამორჩევიან: 

ეს ძალადობა პირველ რიგში საქართველოს ხელისუფლებისა და მისი წარმომადგენლების მიერაა კულტივირებული და წაქეზებული. ეს ადამიანები, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მტრული და მადისკრეტირებელი რიტორიკით გამორჩევიან, მედიისა და მათთვის მიუღებელი ადამიანების მიმართ. ფაქტობრივად, ხელწერა ერთია. არ გამოვრიცხავ, რომ ეს ყველაფერი შესაძლოა, დიდი ალბათობით ორგანიზებული იყოს თვითონ ხელისუფლების მიერ, რომლის მიზანიც არის, საზოგადოებაში დათესოს შიში და დაანახოს მათ, რომ ადამიანები, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას, დალურჯებული თვალით ივლიან" - თქვა მარიკაშვილმა. 

ტელეკომპანია “ფორმულას” ერთ-ერთ დამფუძნებელს ჩასაფრება გვიან ღამით, თბილისის ცენტრში მოუწყვეს.  ოპოზიციონერ დავით ოსეყმაშვილს კი ნიღბიანების   ზონდერ დაჯგუფება პირდაპირ  სახლთან დაახვედრეს. ორივეს  მძიმე დამიზნებები სახის  არეში აქვთ მიყენებული, მათ ღამე კლინიკაში გაატარეს.  

მსგავსი სიახლეები